В Грузии прошла инаугурация президента Зурабишвили: видео

Опубликовано: Воскресенье, 16 декабря 2018 22:59

В Грузии в воскресенье, 16 декабря, состоялась церемония инаугурации пятого президента страны Саломе Зурабишвили.

Об этом сообщает издание "Грузия Онлайн".

Отмечается, что церемония состоялась в крепости Батонис цихе в городе Телави. На церемонии присутствовали 1800 гостей, среди которых президент Армении Армен Карапетян и экс-президент Франции Николя Саркози.

"Я, Президент Грузии, перед Богом и народом клянусь, что буду защищать Конституцию Грузии, независимость, целостность и неделимость страны, добросовестно исполнять обязанности Президента, заботиться о безопасности и благосостоянии граждан моей страны, о возрождении и могуществе моего народа и Отечества", – произнесла Зурабишвили слова клятвы, положив правую руку на конституцию.

После принесения клятвы прозвучал гимн Грузии и было произведено семь артиллерийских залпов.

"Выступая после принесения присяги, президент напомнила, что является потомком грузинских эмигрантов, изгнанных из Грузии в 1921 году в результате вторжения российской армии", - сообщает "Радио Свобода".

Зурабишвили назвала нынешние действия России в самопровозглашенных республиках Абхазии и Южной Осетии "оккупацией" и призвала к примирению с "абхазскими и осетинскими братьями".

Главными приоритетами своей политики президент назвала вступление Грузии в НАТО и Евросоюз.

[ქართ. ENG.] ??საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია. ✔️სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვა: მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგესალმებით, უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენი ერის სულიერო წინამძღოლო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! მოგესალმებით, საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო, მეტადრე თქვენ, ვინც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამობრძანდით და ახლა ჩვენთან ერთად ხართ. განსაკუთრებული ემოციით მოგესალმებით თქვენ, პირველი ემიგრაციის შთამომავლებო! ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე: რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები. დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა, - კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. აქ, თელავში, კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა - ბრძოლებით, გამოწვევებითა თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის, ერთგვარად, ისტორიული მეხსიერების ბარათია: მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ, თელავში, დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, - საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, მტრის განზრახვამ. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია. თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა. ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება - ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც, ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი; ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა. უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო: ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს; უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ; მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას; გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა. ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა. სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე. ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში, და ეს ჩემი არჩევანია. თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფო გულისხმობს რეგიონებისა და დედაქალაქის თანაბარ განვითარებას. საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩვენ შეგვიძლია, ეს ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ევროპული მაგალითი შევაჯეროთ. საქართველოს რეგიონებში არის ძალიან დიდი პოტენციალი, ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობები წინსვლისთვის და გავუხსნათ ახალი პერსპექტივები. ჩემი, და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან. ისევე, როგორც დღეს ვარ აქ, თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში, ვიქნები ჩემს ხალხთან! ქართული საზოგადოება ერთიანია ევროპული მომავლის საკითხის გარშემო. ჩემი არჩევითაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ხმა მისცა ევროპულ გზას. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექტივები გაგვიხსნა. დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისათვის გამოვიყენებ მთელ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში. ჩვენ თანამიმდევრულად გავაგრძელებთ მიზნისკენ სვლას, ღირსეულად გავუმკლავდებით შიდა თუ გარე გამოწვევებს, ბოლომდე მივიყვანთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება ჩვენი ამოცანაა. ჩვენ ევროპაში უთუოდ შევალთ, და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით, კულტურით. ქართველებს შეგვიძლია, მსოფლიოს გამოვადგეთ უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ქრისტიანობაზე დგას. ქართულ ცივილიზაციას თამამად შეუძლია, დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიოში. ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი. უნდა გავზარდოთ ქართული კულტურისა და იდენტობის ცნობადობა საერთაშორისო არენაზე. კულტურა არის ის, რაზეც დგას სახელმწიფო! ამ მხრივ ძალიან ძლიერი საძირკველი გვაქვს. მას სჭირდება დაცვა, ყოველდღიური ზრუნვა და განვითარება. კულტურას მე ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვაცხადებ. კულტურა განათლების გარეშე არ მოიაზრება და მინდა აქ ყველა პედაგოგს, მასწავლებელს ჩემი პატივისცემა გამოვუცხადო, რამეთუ ისინი ზრდიან ჩვენს შვილებს, ანუ ქმნიან ჩვენს მომავალს. მე ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში. ჩემი პრეზიდენტად არჩევით ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას: უფრო შორს რომ არ წავიდეთ, 100 წლის წინ, დემოკრატიული საქართველოს არჩევნებში ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, - არჩეულ იქნა 5 ქალი პარლამენტარი. ეს ევროპაში მაშინ იშვიათობა იყო! დღესაც, ვდგამთ პროგრესულ ნაბიჯს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ გამონაკლისია მსოფლიოში, სადაც მხოლოდ 11 ქალია პრეზიდენტი. ამით ვამტკიცებთ, რომ საქართველოში ქალების როლი ძლიერდება და თანასწორობა ჩვენთვის უცხო სიტყვა არ არის. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით! ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება. ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატოსთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ კუთხითაც მეტი, ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე. მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი. როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის. მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება! რუსეთმა, როგორც კავკასიის მეზობელმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს და ამ რეგიონში ნორმალური ურთიერთობების აღდგენას აპირებს, უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ეს აუცილებელია მის მეზობლებთან თანასწორი და მშვიდობიანი კავშირების დასამყარებლად. საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო ეკონომიკური პროექტების განხორციელების შანსებს იძლევა. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა და ამით გავზარდოთ ქვეყნის მიმზიდველობა. ამისათვის გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინიციატივა და ინოვაცია. ეს არის ახალგაზრდების დანიშნულება და მოვალეობა ქვეყნის წინაშე და წარმოადგენს რეალურ პერსპექტივას მომავალი თაობისთვის. მთელი ჩემი ძალებით მზად ვარ, გვერდით დავუდგე მათ, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას. ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა, - პირველ რიგში, თაობათა შორის სოლიდარობა, რაც ისტორიულად გვახასიათებდა. ეს არ უნდა დაიკარგოს. ასევე, სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ. სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი, რაზე დგას მათი ოჯახები - ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე! და ეს იმედი გვაერთიანებს! მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს! უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება! ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება. ჩვენ გვაქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, ნიჭიერი თაობა. მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე. მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა! ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის! დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს მომავალი! ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ______ ??Inauguration of 5th President of Georgia. Salome Zourabichvili’s Inauguration Speech: Mr. Prime Minister, Mr. Chairman of Parliament, Your Holiness, Spiritual Leader of our Nation, Excellencies and Distinguished guests, My fellow Georgians, my fellow Abkhazian and Ossetian brothers, My fellow compatriots living abroad, in particular those who came for this occasion and are here with us today. I want to take this moment to welcome those who represent the descendants of our first political emigration. It is a powerful symbol that I have become President of Georgia as we are celebrating the 100th anniversary of Georgia’s independence. History’s circle has turned. A descendant of Georgia’s first emigration, forced into exile following the Soviet Red Army’s invasion has returned to this country to be sworn in as commander in chief. As many times throughout its history, Georgia stands at the crossroads. Once again, we are facing great challenges. Telavi, the place we are gathered embodies this country’s history: its battles, its challenges and its achievements. The place I have chosen is somehow regarded as a historical “memory card” for the Georgian Nation. King Erekle fought for our country’s development and unity. He created the modern Georgian army and won numerous battles. He laid the groundwork for the creation of a modern European nation. But it is also here in Telavi, that King Erekle’s plans to create a modern state, establish new standards and put our country on the path towards Europe, were shattered. It is here in Telavi that the country’s western progress was halted. Georgia’s opportunity to develop as an independent, united and strong country was blocked. Many factors were involved, including foreign interference. Nevertheless, after restoring independence Georgia resumed its journey towards building a truly European state. We are now in a critical phase of this development. Standing here in Telavi, our way forward is also clearly visible. Uniting the country, pacifying society, strengthening and establishing our place in Europe – these are our primary goals. We wasted too many years in political divisions. As President, I will lead by example. I will demonstrate to my fellow citizens that national consensus is of utmost importance for Georgia’s development and unification. It is not a political coincidence if I decided to take the oath of office in this city. I have decided to address the wider society from the very place where I failed to win a majority of votes in the election runoff. I am thankful to everyone who trusted me with their vote in the elections. I am grateful to the “Georgian Dream” party for supporting me as an independent presidential candidate. In doing so, it took avital democratic step towards a Presidency that strives to stand above the fray of party politics. I respect voters who did not cast their ballot for me. I am also aware that different parties have taken controversial positions, even regarding my recognition as President. Regardless, I have a constitutional duty to be the President of all Georgians, to be the President of every citizen of Georgia from this day forward. Inclusiveness is of the main principles of democracy. The modern state is based on the premise that an elected President is duty-bound to serve each and every citizen. I will do everything in my power to guarantee individual rights and freedoms. I will defend the rule of law. I will strive to strengthen civil society and further improve the country’s political culture. But we should all work in the same direction. The independent media, the non-governmental sector, and every citizen can and should play a positive role in building a more united country. Today, I have become the fifth President of Georgia. I am proud that the transition and transfer of power processes were managed in a peaceful and orderly fashion. In this regard, we have taken an additional step in this country’s democratic history. I want to emphasize that all previous Presidents have made a contribution towards the creation of an independent and democratic Georgia : One century ago, the leaders of the First Republic adopted a constitution which was regarded as modern and progressive for the time. President Zviad Gamsakhurdia played the greatest role when he called for a referendum and proclaimed the act restoring Georgia’s independence from the Soviet Union. Eduard Shevardnadze was the first to initiate the path towards Europe and the Euro-Atlantic space; Mikheil Saakashvili, during the first stage of his presidency, laid the foundations of numerous significant reforms. During the presidency of Giorgi Margvelashvili, new steps were taken towards strengthening the democratic process and reinforcing stability. My promise is to take all necessary steps to make our country’s democratic development and its European future irreversible. Nothing can nor will hinder my determination to achieve these objectives. The development of a modern State rests upon strong and lively regions. I made a defining decision in this regard. I choose to hold the presidential inauguration, not in the capital of Georgia, but in one of its regions, in the region of Kakheti. A modern, European country requires the balanced development of the regions and the capital. Throughout our history in fact, Georgia’s provinces were its pillar and underpinned its strength. We should merge this historical experience with the modern European example. The regions of Georgia have great potential. It is therefore important that we maximize regional opportunities for progress and open up new prospects. My dream, a dream shared by all Georgians, is that as many people as possible, as many emigrants as possible, will return to their villages, to their abandoned homes. This is an issue which entails great effort. It is premised on preserving ongoing relationships with those who live in those regions. Just as I am here today, with the people of Telavi, I will come to every region throughout my presidency. I will be with my people. Georgian society is united around the issue of its European future. By electing me, the Georgian people yet again voted for the European path. The EU association agreement and visa liberalization have opened up great opportunities for us, and we have solid support from our western friends and partners. This process should be accelerated. The will of the Georgian people is expressed in the new Constitution : a forward path towards the European Union and NATO. Together with our strategic partners – the United States of America and European nations – I will take this process forward. I will make use of all my experience and contacts in international organizations and the European Union to achieve our common purpose. We will consistently take active steps to reach those aims. We will deal with internal and external challenges honorably, accomplish reforms important to our country, and consolidate democratic institutions. Our goal is to reinforce our democratic credentials and become an increasingly mature democracy. We will join Europe. But we must join Europe with our values, our identity and our culture. We Georgians, with our ancient, rich and unique culture, based on Christianity, can make a contribution to the world. Georgian civilization can and should proudly take its place on the international stage. The essence of Georgian identity is tolerance. Throughout centuries our tradition has been one of peaceful co-existence with religious and ethnic minorities. Georgia is uniquely known for never having experienced antisemitism. Because we live in a world where tolerance is increasingly challenged, we should strengthen this tradition of tolerance to inspire others. With this in mind, we should make Georgian culture and identity better known. Culture is what a Nation is based on. While our culture provides a strong foundation, it needs to be protected and attended to. Culture will be one of my main priorities. But culture without education is unthinkable. I therefore want to express my deepest respect to all teachers and educators. You are those who raise our children. In other words, you hold our future in your hands. I will be first woman president in the history of Georgia. By electing me as President, we have demonstrated that Georgia is a progressive Nation. 100 years ago, in the first elections of democratic Georgia in 1918, women enjoyed equal rights. 5 women were even elected as Members of Parliament. These were exceptional achievements even by European standards. Today, we have broken a new glass ceiling in Georgia’s longstanding history of women’s rights. We have taken another bold step – an example which still stands out as an exception in a world with only 11 sitting women Presidents. By taking this historical decision, we confirm that the role of women in Georgia is expanding. We demonsrate that equality is not a strange word. Georgia is up against big challenges. Abkhazia and Tskhinvali are occupied by Russia. The occupation line penetrates deeply into our country’s territory. Our citizens are abducted every day by a foreign power. This is unacceptable for any sovereign state. We will not tolerate this. People living in these areas need more attention and security. We need to achieve a higher level of security. For this reason, we continue to closely cooperate with our partners and with the European Union’s Monitoring Mission. Cooperation with NATO needs to be increased and strengthened. Reinforcing security in the Black Sea region is also one of our main priorities and will entail a higher degree of support from our Western partners. I will be actively involved in negotiations with our American and European partners to achieve our long-espoused goals as soon as possible. Georgia’s defense capability depends on the professionalism of its armed forces, on their operational readiness and on modern equipment. Strong national unity is a political condition for all of the above. I have the deepest admiration and full confidence in the armed forces of Georgia. I respect our soldiers and veterans. I want you to be sure that I will be fully involved in increasing the defense capabilities of our armed forces. Reinforcing the army and enhancing the defense of our country is my priority. As Commander in chief, I condemn all recent attempts to divide the army on ideological and political grounds. They are totally unacceptable. Such actions damage our country and strengthen our enemy. I will visit our soldiers in Afghanistan who fight side by side with our foreign partners. They are fighting against global challenges which present a threat to international, regional and national peace and security. Our soldiers fulfill their mission with dignity. Some have paid the heaviest price by giving their life in this battle. Peace and stability are the main preconditions for the advancement of human society. A peaceful and stable Caucasus is necessary, not only for this region, but for the entire world. Georgia will have to strengthen its position in the Caucasus. We can regain our historical role in this region. We should shoulder our share of this collective responsability. As our neighbor in the Caucasus region, Russia has an obligation to fully recognize and implement international law and internationally recognized borders. That is the condition for it to be accepted as a full member of the international community and normalize relations in the region. That is the condition for it to establish equal and peaceful relations with its neighbors. Georgia is located in a region that offers opportunities to implement interesting economic projects. We have to become the regional center of economic security and stability. To achieve this aim, it falls upon us to make our country even more attractive. To implement this vision, we will need more initiative and innovation. This is the function and the obligation of our youth towards this country. This presents a positive prospect for the next generation. I am ready to support them fully by helping to attract foreign investment and promote the implementation of new ideas. Keeping our society together entails solidarity. Solidarity between generations has been a historical trait of this Nation. It should not be lost. Social solidarity is a prerequisite of a healthy and stable society. Where there is mutual compassion, assistance, and support, there is stability. And with stability comes opportunities. Solidarity means that we remember and support those who need to be cared for : vulnerable people, single mothers, people with disabilities. I will stand with our refugees. I will stand with those families whose children have only heard about their roots from their parents. I know only too well the values that help these families survive – immense patience, steadfastness and hope. This very notion of hope is what binds us together as a society. I do believe that Georgia will restore its territorial integrity. We have to remember that our fellow citizens are living in occupied territories. It is our duty to find a way forward and strive for reconciliation. We have a long shared history with both Abkhazians and Ossetians. We are relatives. We have families in common. We have no alternative but to find a way forward to help future generations in these regions. Today, as never before, the Abkhazian language and identity need protection. Our country needs to stabilize and develop. We have strong human resources, economic potential, and a talented new generation. But we have to believe in ourselves and our abilities, and take responsibility for our future. I came to Georgia, I came back to Georgia, because I believed in my country. I believe in it now more than ever. It is our national duty to believe in Georgia’s future : an independent, strong, free, modern, tolerant and European, country. That is the future of Georgia! God Bless Georgia!

Опубліковано სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili Неділя, 16 грудня 2018 р.

Одновременно с церемонией инаугурации, в нескольких километрах от Телави происходили стычки между полицией и сторонниками "Объединенной оппозиции". Оппозиционеры пытались прорваться к месту инаугурации, чтобы устроить митинг протеста.

Полиция перекрыла все подходы к городу, и колонны демонстрантов не смогли прорвать полицейские кордоны. Полиция не применяла спецсредства, ни один участник оппозиционного шествия не задержан.

Пост президента Саломе Зурабишвили будет занимать следующие шесть лет.

Напомним, 28 ноября в Грузии состоялся второй тур президентских выборов. За президентское кресло боролись независимый кандидат Саломе Зурабишвили, пользующаяся поддержкой правящей партии "Грузинская мечта", и Григол Вашадзе – оппозиционер от объединения "Сила в Единстве", в которую входит "Единое национальное движение" экс-президента Михеила Саакашвили. Зурабишвили победила, набрав 59,52% голосов.

  • Экс-президент Грузии, экс-губернатор Одесской области Михеил Саакашвили призвал граждан Грузии не признавать итоги состоявшегося 28 ноября второго тура выборов президента страны. Политик призвал сторонников к акциям протеста и массовому неповиновению.